ლიპარტელიანმა გასიმოვი დაამარცხა [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანი მასპინძელ ელმარ გასიმოვს დაუპირისპირდა. გასიმოვი 100 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანია. ვარლამ ლიპარტელიანმა ამავე სინჯის მედალს 90 კგ. წონით კატეგორიაში დაეუფლა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე ოთხი მედალი აქვს მოპოვებული. ეს სპორტსმენები ერთმანეთს შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდნენ, სადაც ქართველმა გაიმარჯვა.

დაპირისპირების დაწყებიდან სამ წუთში ლიპარტელიანმა გაფრთხილება დაიმსახურა და სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა. მასპინძელს მისი მომდევნო იერიშების მოგერიება ძალიან გაუჭირდა და პასიურობისთვის გაფრთხილება მიიღო.

ბრძოლა „ოქროს ქულამდე“ მივიდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქეს პირველივე წამებიდან შეუტია და ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯებმა ილეთი არ დააფიქსირეს. დამატებითი დროის დაწყებიდან წუთნახევარი იყო გასული, როდესაც ლიპარტელიანმა კარგად ნაცნობი მეტოქე იპონზე დასცა და შემდეგ წრეში გადავიდა.

ქართველი ძიუდოისტი მომდევნო წრეში ეგვიპტელ რამადან დარვიშს შეხვდება.