ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია [ფოტო/ვიდეო]
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი 100 კგ. წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ბაქოში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ის ეგვიპტელ რამადან დარვიშს დაუპირისპირდა.
ბრძოლის დაწყებიდან ერთ წუთში ლიპარტელიანმა ილეთი შეასრულა და ვაზაარით დაწინაურდა. ამის შემდეგ ეგვიპტელი გააქტიურდა და ქართველი ფალავანი პასიურობისთვის შიდოთი დაისაჯა.
ბრძოლის დასრულებამდე 50 წამი რჩებოდა, როდესაც ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე შებოჭა და დაპირისპირება იპონით დაასრულა.
ნახევარფინალში ის მონღოლ ლხარგვასურენს შეხვდება.
ფოტო – ზურაბ ქურციკიძე