„ვალენსია“-„რეალი“ სკანდალით დასრულდა - მსაჯმა თამაში გამარჯვების გოლამდე ერთი წამით ადრე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსია“-„რეალი“ სკანდალით დასრულდა - მსაჯმა თამაში გამარჯვების გოლამდე ერთი წამით ადრე დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

სკანდალით დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია – 2:2.

არბიტრმა მატჩს შვიდი წუთი დაამატა. 98:32-ზე ლუკა მოდრიჩმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა. „ვალენსიამ“ ბურთის შორს გამოტანა ვერ შეძლო, რის შემდეგაც მარჯვენა ფლანგიდან (98:40) ბრაიმ დიასმა ჩააწოდა და ჩაწოდების მომენტში მთავარმა მსაჯმა, ხესუს ხილ მანსანომ საფინალო სასტვენი მისცა.

მოთამაშეებს რეაგირება არ ჰქონიათ და გააგრძელეს ეპიზოდი. ჯუდ ბელინგემმა თავით დაარტყა და გაიტანა. თუმცა მსაჯი ამ ეპიზოდს უკვე აღარ უყურებდა და ხელის მოძრაობით გუნდებს გასახდელისკენ უთითებდა.

„რეალის“ ფეხბურთელები მსაჯს მივარდნენ, ბელინგემმა წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო მატჩს გამოტოვებს.