საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსე ერსქვეიქსის“ ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ თამაშს განაგრძობს. მისმა კლუბმა გათამაშების 22-ე ტურში „კოლორადო რეპიდზს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის გამორჩეული ეპიზოდი მაყურებელს ვაკო ყაზაიშვილმა შესთავაზა, რომელმაც საჯარიმოში მეტოქის მცველებს ცრუმოძრაობებით აუბნია თავგზა და ბურთი კარში ტექნიკური დარტყმით გადაგზავნა.
ვაკოს გოლი კიდევ უფრო შთამბეჭდავი რაკურსით ტრიბუნიდან გადაიღეს.
გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის კლუბს 22 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.