ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთში ისევ გაიტანა [ვიდეო] #TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და „შანდუნ ტაიშანს“ „კანგჟუს“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:1.

სუპერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდმა მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა, ყაზაიშვილი „შანდუნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 77 წუთი ითამაშა.

გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან შეხვედრა „შანდუნმა“ ძალიან კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. ყაზაიშვილმა 66-ე წუთზე გაიტანა – საჯარიმოში მცველს გასცდა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა.

შვიდი ტურის შემდეგ „შანდუნმა“ 11 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ყაზაიშვილმა კი შვიდ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.