ჩინეთის ვიცე-ჩემპიონმა ვაკო ყაზაიშვილი წარადგინა #1TVSPORT
ჩინეთის ვიცე-ჩემპიონმა ვაკო ყაზაიშვილი წარადგინა #1TVSPORT

„შანდუნ ტაიშანმა“ ვაკო ყაზაიშვილი წარადგინა. ჩინეთის სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონმა 30 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა.

„სამხრეთ კორეის საფეხბურთო კლუბ „ულსანთან“ და ფეხბურთელთან მოლაპარაკების შემდეგ „შანდუნ ტაიშანმა“ ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერის პროცედურა დაასრულა. ის ჩვენს კლუბს ოფიციალურად შემოუერთდა“, – წერია ჩინური კლუბის განცხადებაში.

ვაკო ყაზაიშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. პროფესიული კარიერა 2010 წელს რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ ბოლნისის „სიონში“ გადავიდა. 2011 წელს ნიდერლანდების „ვიტესს“ შეუერთდა. მას უთამაშია ვარშავის „ლეგიასა“ და ამერიკულ „სან ხოსეში“. ბოლო სამი სეზონი კორეულ „ულსან ჰიუნდაიში“ გამოდიოდა, მან გუნდი დეკემბერში დატოვა.

ყაზაიშვილს იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 2014 წლიდან კი საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი გახდა, სადაც 63 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.