ვაკო ყაზაიშვილმა ახალი სეზონი გოლით და ორი საგოლე პასით დაიწყო (ვიდეო)
ვაკო ყაზაიშვილმა ახალი სეზონი გოლით და ორი საგოლე პასით დაიწყო (ვიდეო)

ფანტასტიკური სტარტი გამოუვიდა MLS-ის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ვაკო ყაზაიშვილს. მისმა “სან ხოსემ” პირველი ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე მიიღო “მინესოტა” და 3:2 გაიმარჯვა.

მასპინძლები 59-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ და სამივე გოლში მონაწილეობა მიიღო ყაზაიშვილმა. 27-ე და 59-ე წუთებზე მან “აიაქსის” ყოფილ ფეხბურთელს დენი ჰოსენს გაატანინა, 28-ე წუთზე კი კრის ვონდოლოვსკის პასით თავად შეაგდო.

მინესოტამ” მატჩის მიწურულს, კევინ მოლინოს დუბლით შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება.