ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს - სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს – ეს ცნობილი გახდა ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან წაგების შემდეგ.
გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მედიის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
„ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩში გუნდს მე გავიყვან, ამის შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მუშაობას დავასრულებ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია ასე დასრულდა!, – განაცხადა ვაისმა მატჩის შემდეგ.
ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები 0:1 დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისტორიული შანსი დაკარგა.