ანგელოვსკიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა
ანგელოვსკიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა

იგორ ანგელოვსკიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.ნაკრების მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რაც საშუალებას მისცემს მწვრთნელ იგორ ანგელოვსკის, ქვეყნის ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს.

12 ნოემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიამ თბილისში საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა და დიდ საფეხბურთო საერთაშორისო ტურნირზე (ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე) თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. ანგელოვსკის კონტრაქტის ვადა 2020 წელს ამოეწურა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიული წარმატების შემდეგ სადავო აღარ იყო, რომ ანგელოვსკისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდნენ, თუმცა ეს ოფიციალურად მხოლოდ ახალი წლების შემდეგ დადასტურდა.

ანგელოვსკი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ის გარდა, 2022 წლის მსოფლიოს შესარჩევი მატჩებში უხელმძღვანელებს.