პანდევს იტალიაში გმირივით შეხვდნენ, მან კი თანაგუნდელები გამოარჩია
პანდევს იტალიაში გმირივით შეხვდნენ, მან კი თანაგუნდელები გამოარჩია

საქართველოსთან ევრო2020-ის ფინალის შემდეგ გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებიდან დაასვენეს და ბალკანელი ლეგენდა საკუთარ კლუბს, „ჯენოას“ დაუბრუნდა.

იტალიაში პანდევს რამდენიმე გამოცემის ჟურნალისტი აეროპორტში დახვდა, გამარჯვება მიულოცა და ისტორიულ შედეგში შეტანილი წვლილისთვის თავისი ქვეყნის ეროვნულ გმირად მონათლეს. თუმცა, როგორც ყოველთვის, 37 წლის ვეტერანი მოკრძალებული იყო, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არა მხოლოდ გამორჩეული სპორტსმენი, არამედ, გამორჩეული პიროვნებაცაა.

„ეროვნული გმირი?“ არა მე არ ვარ ერთადერთი გმირი, ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველა მოთამაშე გმირები ვართ, ეს წარმატება ყველა ჩვენგანის დამსახურებაა. მშვენიერი გრძნობაა, ოცნება ნაკრებში თამაშის დაწყებიდან 20 წელიწადში ავისრულეთ. ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რაზეც ჩრდილოეთ მაკედონია სამი ათწლეულის განმავლობაში ოცნებობდა. სანაკრებო წარმატებას მხოლოდ კარიერის ბოლოს
მივაღწიე. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვჯერა, რომ ამას მივაღწიეთ“, – განუცხადა პანდევმა იტალიურ მედიასაშუალებებს.

„ჯენოას“ გულშემატკივრებმა ბალკანელ ლეგენდას ემოციური წერილი გაუგზავნეს, სადაც სინანულს გამოხატავენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, სტადიონზე მის გამხნევებას ვერ მოახერხებენ. მათ პანდევმა უპასუხა.

„მე ათასობით შეტყობინება მივიღე და ყველას მადლობას ვუხდი, თუმცა ყველას ვერ ვუპასუხე. „ჯენოას“ გულშემატკივრებს დიდი მადლობა უნდა გადავუხად,. იმედი მაქვს, რომ ტრიბუნებზე მალე დაბრუნდებიან, რადგან ისინი ჩვენ ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა პანდევმა.