ტაიმაუტის ექსკლუზივი | სანიოლმა ევრო 2020-ის სამი ფავორიტი დაასახელა - ესპანეთი ყოველთვის ძლიერია, მაგრამ ჩემპიონად ვერ ვხედავ, სიურპრიზებსაც არ ველი #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | სანიოლმა ევრო 2020-ის სამი ფავორიტი დაასახელა - ესპანეთი ყოველთვის ძლიერია, მაგრამ ჩემპიონად ვერ ვხედავ, სიურპრიზებსაც არ ველი #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ვილი სანიოლმა ევრო 2020-ის ფავორიტების სამეული დაასახელა – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ექსკაპიტნის თქმით, გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შანსი მის თანამემამულეებს გააჩნიათ. 

„ჩემი აზრით, დღეს საფრანგეთი ნომერი პირველი ნაკრებია და ეს ლოგიკურიცაა – დიდი დეშამის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონია. ბელგიასაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. გერმანია იოაჰიმ ლიოვთან ერთად ბოლო ტურნირს ატარებს – მართალია, ბელგიას და საფრანგეთს ოდნავ ჩამორჩება, მაგრამ მასაც ძლიერ კონკურენტად მივიჩნევ. ესპანეთი ყოველთვის ფავორიტებშია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჩემპიონი ჩემს მიერ დასახელებული სამი ნაკრებიდან ერთ-ერთი გახდება“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ვილი სანიოლიმ.

ფრანგი სპეციალისტი სიურპრიზებს ნაკლებად ელის:

„20-30 წლის წინ პრესიდან და ტელევიზიიდან და ინტერნეტიდან ყველა ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია არ გვქონდა. შესაბამისად, სიურპრიზები უფრო მარტივი და ხშირი იყო. ახლა ფეხბურთს ყოველდღიურად და ყველგან უყურებენ და სიურპრიზებიც ნაკლებია. ევროპის ჩემპიონატზე სიურპრიზებზე მეტად საკუთარი შეხედულებების დადასტურებას ველოდები“.

რომელი ფეხბურთელებისგან ელის გაბრწყინებას? სანიოლიმ ამ კითხვასაც უპასუხა:

„რა თქმა უნდა, არიან ფეხბურთელები, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატზე კარგ თამაშს ველით – დე ბრუინი, მბაპე, შეიძლება – ბენზემაც, რადგან საფრანგეთის ნაკრებში ბოლო სანაკრებო ტურნირს თამაშობს. კარგი ფეხბურთელები ჰყავს ინგლისსაც – იგივე ჰარი კეინი“.