ვაჟა მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ვაჟა მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელს ექვსი სპორტსმენი დაიცავს.

ტურნირზე 66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ანგოლელი ედმილსონ პედრო გაფრთხილებებით დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ამერიკელ ისაია რამირესს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრზე ცოტა ხნით ადრე 73 კგ-ში ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში ახალგაზრდა ფრანგს ჯოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება.

რამდენიმე წუთში ტურნირზე პირველ შეხვედრას ჯაბა პაპინაშვილი (60კ) ჩაატარებს. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.