უკრაინელი მძიმეწონოსანი ალექსანდრ უსიკი (17-0, 13KO) ბრიტანელ დერეკ ჩისორას (32-9, 23KO) საუდის არაბეთში შეხვდება. ამის შესახებ საკრივო ინსაიდერმა მაიკლ ბენსონმა განაცხადა.
ჩისორა და უსიკი დაინტერესებულნი არიან ურთიერთშეხვედრით, და პრომოუტერმა ედი ჰირნმა უკვე დაასახელა ბრძოლის კონკრეტული თარიღი – 2020 წლის 8 თებერვალი.
ასევე გახდა ცნობილი, რომ ორივე მოკრივე დაესწრება საუდის არაბეთში ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისის საჩემპიონო ორთაბრძოლას. ის 7 დეკემბერს გაიმართება. სავსებით მოსალოდნელია, რომ სწორედ იქ ვიხილოთ უკრაინელისა და ბრიტანელის მზერათა პირველი დუელი.