ცნობილი გახდა, როდის გამართავენ მატჩ-რევანშს სუპერმძიმეწონოსანი მოკრივეები – უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და ბრიტანელი ტაისონ ფიური.
18 მაისს ერ-რიადში უსიკმა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა ფიური და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ახლა კი ბრიტანელმა გაააქტიურა რევანშის ჩატარების პუნქტი.
მეორე ბრძოლის თარიღი გამოაცხადა საუდის არაბეთში გართობის მთავარი განყოფილების ხელმძღვანელმა თურქი ალალშიჰმა: „მატჩ-რევანში აბსოლუტურ ჩემპიონს, ალექსანდრ უსიკსა და ტაისონ ფიურის შორის დაგეგმილია 2024 წლის 21 დეკემბერს ერ-რიადში. მსოფლიო კიდევ ერთ ისტორიულ ბრძოლას იხილავს. კრივის მოყვარულთა მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. იმედი გვაქვს, რომ ეს თქვენ მოგეწონებათ“.