მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი რინგზე წლევანდელი წლის შემოდგომაზე დაბრუნდება.
პრომოუტერულმა კომპანია „მატჩრუმ ბოქსინგმა“ (Matchroom Boxing) ოფიციალურად გამოაცხადა ბრძოლის შესახებ და დაადასტურა უკრაინელის მეტოქის ვინაობა – ჰოლანდიელი ტაირონ სპონგი.
ეს იქნება სუპერმძიმე წონაში უსიკის დებიუტი. შეხვედრას ჩიკაგოს „ვინტრასტ-არენა“ 12 ოქტომბერს უმასპინძლებს. ამ ბრძოლაში გათამაშდება WBO-ის აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ თავის ბოლო ბრძოლაში სპონგმა დამაჯერებლად მოუგო ჯეისონ მინდას.