მალტური საფეხბურთო კლუბი „ვალეტა“ მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურ ჩემპიონს უსაინ ბოლტს ორწლიან პროფესიულ კონტრაქტს სთავაზობს, – იტყობინება ESPN.
ერთი დღით ადრე, იამაიკელი სპრინტერის აგენტმა ტონა რალისმა გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული მძლეოსანთან კონტრაქტის გაფორმებით.
„ვალეტაში“ იმედი აქვთ, რომ მოასწრებენ ბოლტის გაფორმებას „ბალცანის“ წინააღმდეგ მალტის სუპერთასის მატჩამდე, რომელიც 3 დეკემბერს გაიმართება.
აღვნიშნავთ, რომ „ვალეტას“ აქციათა 70 პროცენტს ფლობენ ინვესტორები საუდის არაბეთიდან. მათი მიზანია – კლუბის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა.
ბოლტი, რომელმაც მძლეოსნობის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაიწყო, ავსტრალიის „სენტრალ ქოსტ მარინერსში“ თამაშობს, რომლის რიგებში ბოლო მატჩში დუბლი შეასრულა.