მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, უსაინ ბოლტმა გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბთან.
„გავაფორმე კონტრაქტი საფეხბურთო გუნდთან! რომელთან? გაიგებთ 27 თებერვალს“, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ ლეგენდარულმა სპრინტერმა.
ადრე იამაიკელმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პროფესიულ საფეხბურთო კლუბში თამაში უნდა, 2011 წელს კი გაამხილა, რომ მძლეოსნის კარიერის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოხვედრაზე ოცნებობს.
გარკვეული პერიოდი ბოლტი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ვარჯიშობდა.