უსაინ ბოლტმა მუსიკალური ალბომი გამოუშვა #1TVSPORT
უსაინ ბოლტმა მუსიკალური ალბომი გამოუშვა #1TVSPORT

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა საკუთარი მუსიკალური ალბომის Country Yutes-ის გამოსვლის შესახებ ილაპარაკა.

„ალბომის შექმნის შესახებ ბოლო სამი წელი ვლაპარაკობდი, შემდეგ პანდემია დაიწყო და საკმარისი თავისუფალი დრო გამიჩნდა. ყველა მიცნობს, როგორც მძლეოსანს და მინდა ვუჩვენო ხალხს, რომ მუსიკის კეთებაც შემიძლია.

რა თქმა უნდა, მთელს იამაიკაში ბობ მარლის მუსიკა ისმის. სანამ ვიზრდებოდით, ოჯახებით ვიკრიბებოდით სუფთა ჰაერზე ან საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც ძველ იამაიკურ მუსიკას ვისმენდით – ბერეს ჰამონდი და ბანი ვეილერი. რვა-ცხრა წლიდან მე ძველ რეგიზე ვიზრდებოდი.

17 წლის ასაკში, როცა კინგსტონში გადავედი, კლუბებში სიარული დავიწყე. იამაიკელები ყოველთვის ცეკვავენ და ცეკვისთვის ჩვენ სპეციფიკურ მუსიკას ვქმნით – რეგი, დენსჰოლი.

თუ ჩემს კარიერას თვალს ადევნებთ, შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყოველთვის ვიცინი, ვცეკვავ და რაღაცით ვარ დაკავებული. მიყვარს შოუს მოწყობა, რასაც არ უნდა მოვკიდო ხელი. მინდა საუკეთესო ვიყო“, – განაცხადა ბოლტმა.