ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ოჯახში მატების შესახებ გამოაცხადა. რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტყუპების მამა გახდა.
34 წლის ბოლტმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა ფოტო თავის შეყვარებულთან კასი ბენეტთან, ქალიშვილ ოლიმპია ლაითნინგთან და ახალდაბადებულ ვაჟებთან ერთად. ბიჭებს სენტ-ლეო და ტანდერი დაარქვეს.
ბოლტს რვაჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქრო და 11-ჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის ერთადერთი სპორტსმენია, ვინც 100 და 200 მეტრზე რბენაში ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე (პეკინში, ლონდონსა და რიო-დე-ჟანეიროში) გაიმარჯვა. მასვე ეკუთვნის მსოფლიოს მოქმედი რეკორდები 100 (9,58 წამი) და 200 მეტრზე (19,19) რბენაში.
იამაიკელმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.