უსაინ ბოლტი - საქმისადმი უფრო სერიოზული რომ ვყოფილიყავი, ოთხ ოლიმპიადას მოვიგებდი #1TVSPORT
მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა უსაინ ბოლტმა უპასუხა შეკითხვას – აქვს თუ არა რაიმეს მიმართ სინანული სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ.
„მე ამას სინანულს ვერ დავარქმევდი, რადგან შემთხვევით არაფერი ხდება, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ადრეულ წლებში უფრო სერიოზული ვყოფილიყავი. ახალგაზრდობაში საქმისადმი უფრო სერიოზული მიდგომა რომ მქონოდა, შესაძლოა, ოთხი ოლიმპიადა მომეგო.
დიდი ნიჭი მქონდა, მაგრამ ზარმაცი ვიყავი და ბევრს არ ვვარჯიშობდი. ასე რომ, დღეს ახალგაზრდა ბოლტს ასეთი სიტყვებით მივმართავდი: „გახდი უფრო სერიოზული და შეძლებ არნახული სიმაღლეების მიღწევას!“
ვარ თუ არა დარწმუნებული, რომ ტოკიოს თამაშებზე ჩემი რეკორდი შენარჩუნდება? ძალიან დარწმუნებული ვარ. არ მგონია, ვინმე ახლოს იყოს ამ შედეგთან და რომელიმემ შეძლოს 9.58 ან 19.19 წამზე სწრაფად გაქცევა. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასოდეს მოხდება“, – განაცხადა იამაიკელმა სპრინტერმა.