მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების მხარეს იქნება. მანვე ისიც აღნიშნა, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის პოლ პოგბას გულშემატკივარია.
“არგენტინის ნაკრებს ვუჭერ მხარს.. ამ გუნდს აქვს ნიჭი და ოსტატობა იმისთვის, რომ ფინალამდე მივიდეს, – ამბობს სააგენტო AFP-სთან კომენტარში ბოლტი. – საფრანგეთი? ის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია. მას შეუძლია ფინალამდე მისვლა.
ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება. ასე რომ, სიამოვნებით ვუყურებ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს. საფრანგეთში პოგბას გამოვყოფდი. მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ”.