ურუგვაის მწვრთნელი - ფიფა-მ აღიარა, რომ პორტუგალიამ გოლი არასწორად დანიშნული პენალტით გაიტანა #1TVSPORT
ურუგვაის მწვრთნელი - ფიფა-მ აღიარა, რომ პორტუგალიამ გოლი არასწორად დანიშნული პენალტით გაიტანა #1TVSPORT

ურუგვაის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ალონსომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მისი გუნდის ბოლო მატჩში განასთან მოგებასა (2:0) და ტურნირიდან გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.

„გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო. იყო ნამდვილი ფეხბურთი, საბრძოლო განწყობა, კარგი თამაში, გოლები, ბევრი საგოლე შანსი, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ჩვენ სახლში ცუდ გუნებაზე ვბრუნდებით.

რაც შეგვეძლო, მაქსიმალური გავაკეთეთ. ფიფა-მ განაცხადა, რომ პორტუგალიამ გოლი არასწორად დანიშნული პენალტით გაიტანა. ამის მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ახლა არ არის საჭირო თავი მართლება“, – განაცხადა დიეგო ალონსომ.

ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა მესამე ტურში განას ნაკრები დაამარცხა (2:0), თუმცა ჯგუფიდან ვერ გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა, რადგან სამხრეთ კორეის ნაკრებმა მათ მეტი გატანილი გოლით გადაასწრო.