ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ზომებს ამზადებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ზომებს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ზომებს ამზადებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„პუტინი ენერგეტიკას იარაღად იყენებს. ის ამცირებს მიწოდებას და მანიპულირებს ენერგეტიკული ბაზრებით. ის დამარცხდება. ევროპა გაიმარჯვებს. ევროკომისია ამზადებს ინიციატივებს, რათა დაეხმაროს მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესს, გაუმკლავდნენ ენერგორესურსების მაღალ ფასებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ზომებს შორის იქნება: ენერგიის მოხმარების შემცირება; მილსადენებით მიწოდებულ რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება; მოწყვლადი მომხმარებლებისა და ბიზნესის დახმარება ენერგოსექტორის შემოსავლით; ელექტროენერგიის მწარმოებლების მხარდაჭერა.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები 9 სექტემბერს შეიკრიბებიან.