უნგრეთში ავტოავარიისას ცხრა ადამიანი დაიღუპა
უნგრეთში ავტოავარიისას ცხრა ადამიანი დაიღუპა

უნგრეთში რუმინეთის სარეგისტრაციო ნომრების მქონე სამგზავრო მიკრტოავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.

ინფორმაციას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ Romania TV ავრცელებს.

ავარია ბუდაპეშტიდან 60 კილომეტრში მოხდა. მიკროავტობუსი სლოვენიიდან რუმინეთში მიემგზავრებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მიკროავტობუსი მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა და სატვირთო მანქანას შეეჯახა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულები რუმინეთის მოქალაქეები არიან.