უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ზაკარპატიის ოლქზე სარაკეტო იერიში განახორციელა
რუსეთმა ზაკარპატიის ოლქზე სარაკეტო იერიში განახორციელა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოლქის ხელმძღვანელ ვიქტორ ნიკიტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დაიბომბა ობიექტები. ადგილზე სპეციალური სამსახურები აგრძელებენ მუშაობას. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ზარალის შესახებ“, – წერს ოლქის ხელმძღვანელი ვიქტორ ნიკიტა სოციალურ ქსელში.
ოლქის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოსახლეობას, არ გაავრცელონ სარაკეტო იერიშის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ომის დაწყებიდან დღემდე, ზაკარპატიის ოლქზე სარაკეტო იერიში პირველად განხორციელდა.