უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი

უკრაინის დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში აღდგომის დღესასწაულზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს მთელი სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

24 თებერვლიდან დონეცკის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მოქმედების შედეგად, რეგიონის 266 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 840 კი დაშავდა.

აღდგომის ღამეს რუსები თავს დაესხნენ ხარკოვის რაიონებს, თავად აღდგომას კი ესროდნენ რეგიონის ზოლოჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონებს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.