უკრაინული მედიის ცნობით, ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა
უკრაინული მედიის ცნობით, ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო აეროდრომ „ბელბეკზე“ მიიტანეს იერიში, თუმცა, მათი მტკიცებით, ანტისაჰაერო თავდაცვითმა სისტემამ რაკეტები გააუვნებელყო.

ადგილობრივი ტელეგრამარხები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმები ისმოდა ბახჩისარაიში, ევპატორიასა და ნოვოფედოროვკაში.

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმები რამდენჯერმე გაისმა.