უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
უკრაინული მედია პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატების სიაში არიან: „ნაფტოგაზის“ ტოპმენეჯერები ანდრეი კობოლევი და იური ვიტრენკო, ასევე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსანდრ დანილიუკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენელი ვლადისლავ რაშკოვანი.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ბარიერი ხუთი პროცენტია. პირველადი მონაცემებით, პირველ ადგილზე ქვეყნის პრეზიდენტის პარტია „ხალხის მსახურია“.