პეტრო პოროშენკო - ჩვენი მთავარი პარტნიორი სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმაა“
პეტრო პოროშენკო - ჩვენი მთავარი პარტნიორი სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმაა“

ჩვენი მთავარი პარტნიორი სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმაა“, – ეს განცხადება უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასრულებისა და ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

პოროშენკომ თავის გამოსვლაში კონკურენტებს ამბიციების გვერდით გადადება და ევროატლანტიკური პლატფორმის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.

„მთავარ პარტნიორად მივიჩნევთ იდეურად ყველაზე ახლოს მდგომ პარტია „ხმას“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ეგზიტპოლის მიხედვით, უკრაინის ყოფილი ლიდერის პარტიამ 8,9 პროცენტი დააგროვა.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.