ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს
ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის პარტია ლიდერობს

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია.

ეროვნული ეგზიტპოლის თანახმად, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“. მას ხმა 43,9 პროცენტმა მისცა.

ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 11,5 პროცენტით. რადაში მოხვდება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“. მას ხმა 8,9 პროცენტმა მისცა.

ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში შევა იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ 7,6 პროცენტით და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ 6,3 პროცენტით.

ცესკო პირველ წინასწარ შედეგებს გვიან ღამით გამოაქვეყნებს.

ახალი მოწვევის რადა 9 სექტემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.

დატოვე კომენტარი