უკრაინის ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკის პარტია 42 პროცენტით ლიდერობს
უკრაინის ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, ვლადიმირ ზელენსკის პარტია 42 პროცენტით ლიდერობს

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 30 პროცენტი, რომლის მიხედვითაც ახალი მოწვევის რადაში სულ ხუთი პარტია მოხვდება.

ხმათა 42 პროცენტით ლიდერობს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“, პრორუსულ „ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ 12 პროცენტი აქვს, ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ – 8 პროცენტი, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ 8 პროცენტი, ხოლო სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმას“ – 6 პროცენტი.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, უკრაინის ცესკო-ს მონაცემებით, აქ პარტია პრეზიდენტ ზელენსკის „ხალხის მსახური“ 42,11 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული პარტია „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 12,69 პროცენტით. მესამეა პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ – 8,68 პროცენტით, მეოთხე – იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ – 8,23 პროცენტით, ხოლო მეხუთე სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ – 6, 39 პროცენტით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ მაჟორიტარულ ოლქებში 0,47 პროცენტი დააგროვა.

რაც შეეხება აქტივობას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ელექტორატის 49,84 პროცენტმა მიიღო, რაც ისტორიული მინიმუმია.

დატოვე კომენტარი