უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის განაღმვას 5-10 წელი დასჭირდება
უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის განაღმვას 5-10 წელი დასჭირდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე პერიოდი დასჭირდება.

დენის მონასტირსკის თქმით, რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დანაღმულია დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი. მისი ინფორმაციით, ამ მონაცემებში შედის ის ჭურვებიც, რომლებიც რუსებმა ჩამოაგდეს, მაგრამ არ აფეთქდა და გაუვნებელყოფა სჭირდება.

მონასტირსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა დაახლოებით 130 000 ფეთქებადი მოწყობილობა, მათ შორის 2 000-მდე ბომბი გააუვნებელყვეს და 30 000 კვადრატული კილომეტრის ოდენობის ფართობი გაწმინდეს.