კიევის ოლქში, სოფელ დიმერში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ
კიევის ოლქში, სოფელ დიმერში რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ 14 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად შენობის ერთი სადარბაზო დაინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნას აგრძელებენ. შენობიდან ევაკუირებულია ცხრა მცხოვრები, ორი კი დაშავდა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაშავებულთა შორის მოზარდიცაა, რომელიც ხელის არეში მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, დრონით შეტევისას დაზიანდა მაღაზია და საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს მდებარე საბავშვო ბაღის შენობაც.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ს კიდევ ერთხელ მოუწოდა, განაახლოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვითი რაკეტების მიწოდება.