უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - ფრონტის სიგრძე 2 450 კილომეტრია, აქედან 1 105 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს
ფრონტის სიგრძე 2 450 კილომეტრია, აქედან 1 105 კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელთან, მარკ მილისთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზალუჟნის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების საცეცხლე შესაძლებლობები უკრაინის არმიის საშუალებებს ათჯერ აღემატება, თუმცა პოზიციების შენარჩუნება მოხერხდა.
„კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემი თხოვნა გენერალ მილის – დაგვეხმაროს, რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა. ასევე, გაუზიარე ჩემს კოლეგას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული მიზნები. ჩვენი შეიარაღებული ბრძოლისა და ოპერაციების ჩატარების სტრატეგიის გააზრება ხელს შეუწყობს პარტნიორებთან ურთიერთობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.