უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის, ანდრეი კოსტინის დანიშვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ უკრაინული მედია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის სპიკერ იულია პალიჩუკზე დაყრდნობით წერს.

მისი მონაცემებით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხმა მისცა 299-მა დეპუტატმა.

ანდრეი კოსტინი 2019 წლიდან უმაღლესი რადას დეპუტატია. მანამდე, 2010 წელს ის ოდესის საქალაქო საბჭოში აირჩიეს პარტიიდან „ცვლილებების ფრონტი“.

როგორც გამოცემა „უკრაინასკაია პრავდა“ აღნიშნავს, კოსტინი წარდგენილი იყო სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელმა ექსპერტებმა ის „საეჭვო რეპუტაციის“ მქონე კანდიდატად მიიჩნიეს.