უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს

რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინის საზღვართან სამხედროების რაოდენობას გააორმაგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რომან მაშოვეცმა შვედეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თუ რუსეთი უარს იტყვის წინადადებაზე, რომელიც მოიცავს გონივრულ გადაწყვეტილებებს, მაშინ ჩვენ და მთელი საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ დავინახავთ, თუ ვინ არის დამნაშავე ვითარების დესტაბილიზაციაში“, – განაცხადა მაშოვეცმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რომან მაშოვეცმა შვედეთის ელჩს მადლობა გადაუხადა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ  ​შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადეობის კოორდინირებული ქმედების მნიშვნელობას.

დატოვე კომენტარი