გლოვა კრაკოვში

21:43, 09.11.2026

უმისამართო სროლა, ექვსი დაღუპული და 20-მდე დაჭრილი – პოლონეთი გლოვობს.

კრაკოვის ისტორიული მოედანი სისხლიანი თავდასხმის და შემზარავი ტრაგედიის ადგილად იქცა. დღეს კლინიკაში გარდაიცვალა 24 წლის თავდამსხმელი, რომელმაც მანქანიდან ცეცხლი გახსნა, მოედანზე შეიჭრა და უმისამართო სროლა დაიწყო. როგორც ირკვევა, თავდასხმამდე მან მშობლები და და დახოცა. დამნაშავის განეიტრალება სამართალდამცავებმა მოახერხეს – ორმხრივი სროლის დროს თავდამსხმელი დაიჭრა. თავდასხმის დროს მიხალ ოქსინსკი სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული. მომხდარის მოტივებზე სამართალდამცავი უწყებები ჯერ არ საუბრობენ, თუმცა თავდამსხმელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის და ადგილზე ნაპოვნი ნივთების საფუძველზე კეთდება გარკვეული მინიშნებები. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

მსგავსი