უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სპეცრაზმის განთავსების ობიექტი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. გენშტაბის განცხადებით, დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის ძალებმა დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების სამ სამმართველო პუნქტზე. ასევე, განადგურებულია მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ტექნიკა და საბრძოლო მასალების საწყობი.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, თავდაცვის ძალების დანაყოფები ინარჩუნებენ დაკავებულ პოზიციებს და არ აძლევენ მოწინააღმდეგეს უკრაინის ტერიტორიის შიგნით წინ წაწევის საშუალებას.

მანამდე, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსების მიერ ოკუპირებულ ხერსონში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დასასვენებელი კომპლექსი გაანადგურეს, სადაც ოკუპანტები და კოლაბორანტები ცხოვრობდნენ.