უკრაინის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა
უკრაინის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. არჩევნებში პარტია „ხალხის მსახურის“ კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 73,22%-ით გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ცესკო-მ არჩევნების ოფიციალური შედეგები კანონით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს გამოაქვეყნა.

მანამდე ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ცესკო განზრახ აჭიანურებდა, რადგან ინაუგურაციის 27 მაისის შემდეგ დანიშვნა სურდა. მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს უკრაინის პარლამენტის დათხოვნის უფლება აღარ ექნება.