უკრაინელმა ვასილი ლომაჩენკომ ლოს-ანჯელესში დამაჯერებლად დაამარცხა ბრიტანელი ენტონი კროლა და დაიცვა WBA-სა და WBO-ის ტიტულები მჩატე წონაში.
ლომაჩენკომ მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი მესამე რაუნდში დამთავრებულიყო, როცა უკრაინელმა კუთხეში მიიმწყვდია ბრიტანელი და უმოწყალოდ გაუსწორდა მას, მაგრამ რეფერიმ რატომღაც არ შეწყვიტა ბრძოლა, არადა ლომაჩენკო უკვე ზეიმობდა მოგებას.
საბოლოოდ, ჩემპიონმა მოწინააღმდეგე მეოთხე რაუნდის 58-წე წამზე გაუშვა ნოკაუტში და ეს იყო მის კარიერაში ყველაზე სწრაფი გამარჯვება.
უკრაინელმა პროფესიულ რინგზე 14 ბრძოლაში მე-13 მოიგო, აქედან 10 – ნოკაუტით.