უკრაინაში საფეხბურთო ტურნირები აგვისტოში აღდგება #1TVSPORT

22:12, 12.06.2022

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ განაცხადა, რომ პროფესიული საფეხბურთო ტურნირები უკრაინაში აგვისტოდან უნდა განახლდეს.

„მე ველაპარაკე ჩვენს პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და შევთანხმდით, რომ ფეხბურთი მნიშვნელოვანია ყურადღების გდასატანად. ჩვენ ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ფეხბურთს ძალიან დიდი ძალა გააჩნია, რომელიც ეხმარება ადამიანებს იფიქრონ მომავალზე, მით უმეტეს მაშინ, როცა დღეს ჩვენი ხალხი არ არის კარგ ხასიათზე.

ასე რომ, პრეზიდენტთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ჩემპიონატი აგვისტოში დაიწყება. ჩავატარებთ ტურნირებს ყველა დონეზე – პრემიერლიგა, პირველი და მეორე პროფესიული დივიზიონები, აგრეთვე, ქალთა ჩემპიონატი“, – განაცხადა AP News-თან კომენტარში პაველკომ.

მსგავსი