უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გარი კასპაროვი გამოეხმაურა #1TVSPORT
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გარი კასპაროვი გამოეხმაურა #1TVSPORT

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ეს არის გველი, რომელიც თავისუფალმა სამყარომ თავის უბეში გამოზარდა. პუტინს ეპყრობოდნენ ისე, როგორც მოკავშირესა და თანასწორს, ამ დროს კი იგი კორუფციას ავრცელებდა. ახლა იგი შეტევას აწყობს, რაც იმას ამტკიცებს, რომ ბოროტებასთან შეტაკება გარდაუვალია, მხოლოდ ომის თარიღის წინ გადაწევაა შესაძლებელი. დიდება უკრაინას”, – წერს იგი.