გარი კასპაროვი - მსოფლიო ისე უნდა ებრძოლოს პუტინს, როგორც ხორვატია რუსეთს მოედანზე ებრძოდა
გარი კასპაროვი - მსოფლიო ისე უნდა ებრძოლოს პუტინს, როგორც ხორვატია რუსეთს მოედანზე ებრძოდა

ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა გარი კასპაროვმა ხორვატიას მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გამარჯვება მიულოცა.

“ბრავო, ხორვატია! მე მხოლოდ ის მინდა, რომ თავისუფალმა სამყარომ ისეთივე გამძლეობა გამოავლინოს ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური მიღწევების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც ხორვატიამ რუსეთის წინააღმდეგ მოედანზე აჩვენა”, – დაწერა კასპაროვმა “ტვიტერზე”.

ლეგენდარული რუსი მოჭადრაკე 2013 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

ხორვატიის ნაკრებმა გუშინ პენალტების სერიაში დაამარცხა რუსეთის ნაკრები და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ინგლისს დაუპირისპირდება.