რუსეთმა გარი კასპაროვი უცხოელ აგენტად გამოაცხადა #1TVSPORT
რუსეთმა გარი კასპაროვი უცხოელ აგენტად გამოაცხადა #1TVSPORT

ჭადრაკში მსოფლიოს მე-13 ჩემპიონი, რუსი მოჭადრაკე გარი კასპაროვი რუსეთში უცხოელ აგენტად აღიარეს.

59 წლის დიდოსტატი აგენტების სიაში რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ შეიყვანა. მისი მონაცემებით, კასპაროვი პოლიტიკურ მოღვაწეობას ახორციელებდა და, ამასთან, დაფინანსებას იღებდა უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

გარი კასპაროვმა 2005 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და პოლიტიკოსი გახდა. 2013 წლის ივნისში მოჭადრაკემ დატოვა რუსეთი და ამჟამად, ნიუ იორკში ცხოვრობს.