გარი კასპაროვმა ჭადრაკის თამაშისთვის საკუთარი პლატფორმა შექმნა #1TVSPORT
გარი კასპაროვმა ჭადრაკის თამაშისთვის საკუთარი პლატფორმა შექმნა #1TVSPORT

ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა გარი კასპაროვმა ჭადრაკის სათამაშო საკუთარი პლატფორმა აამოქმედა. მისი სახელწოდებაა Kasparovchess.

ამ პლატფორმაზე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში თამაში. ასევე ხელმისაწვდომია 50 ათასზე მეტი საჭადრაკო ამოცანა, პოდკასტები, დოკუმენტური ფილმები, ვიდეოამოცანები. ასევე ლეგენდარული მოთამაშეები რჩევებს აძლევენ დამწყებ მოთამაშეებს.

Kasparovchess-ის პლატფორმის ერთი თვით გამოწერის ღირებულება 14 დოლარია, ერთი წლით – 120 დოლარი.