უკრაინაში გერმანიის ელჩი – ნატო-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია, ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის

13:04, 26.06.2021

უკრაინას ძალიან გავლენიანი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის გაწევრიანებას ნატო-ში, მაგრამ ალიანსს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია, – აცხადებს უკრაინაში გერმანიის ელჩი ანკა ფელდგუზენი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში.

„ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. ეს კონსენსუსი მიღწეული უნდა იყოს. ვფიქრობ, უკრაინას გავლენიანი პარტნიორები ჰყავს, რომლებიც ქვეყნის ამბიციას, გახდეს ნატო-ს წევრი, მხარს უჭერენ.

მაგრამ ეს არ მოხდება ხვალ. როგორც უკვე ვთქვი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნატო-ს ყოველთვის ჰქონდა პრობლემები ისეთ ქვეყნებთან, სადაც ომია. რა თქმა უნდა, ნატოს ერთ-ერთი უპირატესობა ხომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლია და ყველას ეშინია რუსეთთან პირდაპირი ომის“, – განაცხადა ფელდგუზენმა.

მსგავსი