უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მარი იოვანოვიჩმა სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა
უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მარი იოვანოვიჩმა სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მარი იოვანოვიჩმა სახელმწიფო დეპარტამენტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, იოვანოვიჩი 2019 წლის მაისში გაიწვიეს უკრაინიდან. ამის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით მის არალოიალურ დამოკიდებულებას ასახელებენ, რასაც თავად დიპლომატი უარყოფს და ამტკიცებს, რომ მისი გათავისუფლება „გავლენიან კორუფციონერ უკრაინელებს სურდათ“.

იოვანოვიჩი ერთ-ერთია, ვინც სენატში ჩვენება მისცა, რასაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოცხადება მოჰყვა.

მარი იოვანოვიჩი სახელმწიფო დეპარტამენტში 33 წელი მუშაობდა. მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აპრილში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპი პირადად ითხოვს იოვანოვიჩის გათავისუფლებას.