უკრაინაში აშშ-ის საელჩო - მტკიცედ ვითხოვთ რუსეთისგან, შეასრულოს მინსკისა და ნორმანდიული ოთხეულის შეთანხმებები
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო დონბასში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„ღრმად ვართ შეშფოთებული დონბასში კონფლიქტის ესკალაციით და მტკიცედ ვითხოვთ რუსეთისგან, რომ შეასრულოს მინსკისა და ნორმანდიული ოთხეულის შეთანხმებები“, – ნათქვამია უკრაინაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად გარდაიცვალა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ოთხი კი, მსუბუქად დაიჭრა.