უკრაინამ ახალი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა
უკრაინამ ახალი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები გამოსცადა

უკრაინამ ახალი საკრუიზო ფრთოსანი რაკეტების გამოცდა ჩაატარა. უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, რაკეტების გამოცდა შავი და აზოვის ზღვების სანაპირო დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ახალ ფრთოსან რაკეტებს სამიზნის განადგურება 280 კილომეტრის რადიუსში შეუძლია. ტურჩინოვის თქმით, უკრაინის არმიამ სანაპირო დაცვის სისტემა განახლებული სარაკეტო კომპლექსის, С-125-ის დახმარებით შეიმუშავა.

ქერჩის სრუტეში რუსეთის სამხედრო ხომალდების მიერ უკრაინის გემებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ოფიციალურმა კიევმა ათ ოლქში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.