უიმბლდონზე ხელოვნური ინტელექტის აუდიოკომენტარებს გამოიყენებენ #1TVSPORT
„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირზე, უიმბლდონზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავენ, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Guardian-მა.
წყაროს ცნობით, კონტენტის ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციაში და ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე. ეს ყველაფერი იმუშავებს IBM watsonx-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაზე. ამ პლატფორმის მუშაობა დაფუძნებული იქნება ჩოგბურთისა და, კერძოდ, უიმბლდონის ყველანაირ მონაცემებზე, მათ შორის რეალურ დროში ბურთის მოძრაობასა და მოთამაშეზე დაკვირვებაზე. ასევე, გახმოვანდება დარტყმების სახელწოდებები, რომლებსაც ჩოგბურთელები შეასრულებენ.
ამის შემდეგ მონაცემები დამუშავდება პლატფორმის მიერ და შეიყვანენ სპეციალურ სისტემაში ენობრივი კომენტარის შესაქმნელად. შესაძლებელი იქნება თავად კომენტარის გადაყვანა აუდიოკომენტარში, რომელშიც გამოყენებული იქნება ბრიტანელი საჩოგბურთო კომენტატორის, ჰანა ინგლენდის კლონირებული ხმა.
2023 წელს უიმბლდონის ტურნირი 3-16 ივლისს გაიმართება.